ცხადდება კონკურსი
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N303/01-01 04/12/2023 ბრძანება)  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
 
შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
 
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა );
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2023 წლის 5 თებერვლიდან 2023 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
- 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2023 წლის 5 თებერვლიდან 2023 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ
- დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
 
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
 
საბუთები მიიღება:   7  – 12 დეკემბრის ჩათვლით (კალენდრით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში)  VI კორპუსი, №201, 10:00 -17:00 სთ.
 
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება: 13 დეკემბერს
აპელაცია: 14 დეკემბერს 13 სთ-მდე
საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 14 დეკემბრისა
გისურვებთ წარმატებებს !
